ვორქშოფი

წარმატებით ჩატრადა ტრენინგი: „ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“

ულტრსაუნდ აკადემიაში წარმატებით ჩატარდა ორდღიანი პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი თემაზე: „ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“.

ჩატარდა 13 თებ, 2026 ულტრასაუნდ აკადემია, თბილისი, საქართველო
წარმატებით ჩატრადა ტრენინგი: „ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“

13-14 თებერვალს, ულტრსაუნდ აკადემიაში წარმატებით ჩატარდა ორდღიანი პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი თემაზე: „ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა“.

ტრენინგს უძღვებოდა თათული აბზიანიძე – ექიმი ანგიოლოგი და სისხლძარღვთა ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი, ამჟამად ის მუშაობს ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორი"-ში.

ტრენინგის შინაარსი

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს სისტემატიზებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:

  1. ქვედა კიდურების ვენური ანატომიის დეტალური განხილვა
  2. ქრონიკული ვენური დაავადებების პათოფიზიოლოგია
  3. დუპლექს და დოპლერ რეჟიმებში კვლევის პროტოკოლი
  4. ვენური რეფლუქსის შეფასება და ჰემოდინამიკური ანალიზი
  5. კლინიკური შემთხვევების განხილვა და პრაქტიკული სკანირება
  6. ტრენინგი ორიენტირებული იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკურ ალგორითმებზე და თანამედროვე

ულტრაბგერითი ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებაზე ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში.

სერტიფიცირება და ქულები

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ:

  1. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სერტიფიკატი
  2. 12 უპგ ქულა
  3. ოფიციალური სერტიფიკატი

ულტრსაუნდ აკადემია აგრძელებს მაღალი სტანდარტის პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას და ექიმებისთვის პროფესიული განვითარების თანამედროვე პლატფორმის შექმნას.


{# Shared checkout behaviour (vanilla JS, no dependencies). Include once per page, inside extra_js. 1. Double-submit guard — any
can be submitted once: the button is disabled and shows a "redirecting" label while the server creates the bank order. The server is idempotent too (one open payment per purchase); this just spares the payer a confusing second click. 2. Processing poller — an element with data-payment-poll="" asks OUR backend for the real payment state every few seconds and reloads the page when it settles. The state never comes from the URL. #}