ვორქშოფი

სისწრაფე და სიზუსტე კრიტიკულ სიტუაციებში: FAST კვლევის პრაქტიკული ტრენინგი წარმატებით დასრულდა

ულტრასაუნდ აკადემიამ, „ავიცენასთან“ თანამშრომლობით, წარმატებით ჩაატარა სპეციალიზებული პრაქტიკული ტრენინგი „FAST კვლევა და Emergency მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების ულტრასონოგრაფიული შეფასება“.

ჩატარდა 18 აპრ, 2026

ულტრასაუნდ აკადემიამ, „ავიცენასთან“ თანამშრომლობით, წარმატებით ჩაატარა სპეციალიზებული პრაქტიკული ტრენინგი „FAST კვლევა და Emergency მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების ულტრასონოგრაფიული შეფასება“.

ტრენინგი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებისთვის. პროგრამას ხელმძღვანელობდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი რადიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:

  1. FAST კვლევის თანამედროვე პროტოკოლები და მათი გამოყენება გადაუდებელ მედიცინაში;
  2. მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების ულტრასონოგრაფიული შეფასების ალგორითმები;
  3. სკანირების ტექნიკა გადაუდებელი მდგომარეობების დროს;
  4. ფანტომზე პრაქტიკული მუშაობა და კლინიკური შემთხვევების განხილვა.

პრაქტიკული მასტერკლასი ჩატარდა SonoScape-ის უახლესი თაობის ულტრაბგერით აპარატზე, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა ემუშავათ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის გამოსახულებით.

ულტრასაუნდ აკადემია განსაკუთრებულ მადლობას უხდის კომპანია „თბილისი მედიკს“ ტრენინგის მხარდაჭერისა და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობის უზრუნველყოფისთვის.

ორდღიანი ინტენსიური პროგრამა მონაწილეებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.

🎓 კურსი აკრედიტებული იყო 6 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულით.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და პროფესიული ინტერესისთვის. ულტრასაუნდ აკადემია მომავალშიც გააგრძელებს პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და კლინიკური უნარების განვითარებას.

ვიდეო:

https://www.facebook.com/61555139325075/videos/pcb.122243952620171310/1470387184564557


{# Shared checkout behaviour (vanilla JS, no dependencies). Include once per page, inside extra_js. 1. Double-submit guard — any
can be submitted once: the button is disabled and shows a "redirecting" label while the server creates the bank order. The server is idempotent too (one open payment per purchase); this just spares the payer a confusing second click. 2. Processing poller — an element with data-payment-poll="" asks OUR backend for the real payment state every few seconds and reloads the page when it settles. The state never comes from the URL. #}