ვორქშოფი

2-დღიანი მასტერკლასი: გულის ულტრაბგერითი კვლევა

13–14 მარტს, ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართა 2-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი

ჩატარდა 13 მარ, 2026
2-დღიანი მასტერკლასი: გულის ულტრაბგერითი კვლევა

13–14 მარტს, ულტრასაუნდ აკადემიაში გაიმართა 2-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი, რომელიც დაეთმო გულის ულტრაბგერით კვლევას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკას. ტრენინგმა გააერთიანა ექიმები და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექოკარდიოგრაფიის უახლესი მეთოდებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებით.

მასტერკლასს უძღვებოდა ექიმი ნატალია გონჯილაშვილი, ESC და EACVI-ის წევრი, ტრანსთორაკულ და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიაში სერტიფიცირებული სპეციალისტი. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვასა და თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებას.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა:

  1. დეტალურად გააანალიზეს რეალური კლინიკური შემთხვევები
  2. გაეცნენ თანამედროვე ექოკარდიოგრაფიულ ტექნოლოგიებს
  3. მიიღეს მონაწილეობა ინტერაქციულ Hands-on პრაქტიკულ ვორქშოფებში

პრაქტიკული სესიების დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ პრემიუმ კლასის ულტრაბგერით სისტემაზე - GE Vivid E95, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე აპარატურაა ექოკარდიოგრაფიული კვლევებისთვის. მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციამ და თანამედროვე პროგრამულმა უზრუნველყოფამ ექიმებს მისცა შესაძლებლობა უკეთ შეესწავლათ გულის სტრუქტურებისა და ფუნქციის შეფასების თანამედროვე მეთოდები.

ტრენინგის ტექნოლოგიური მხარდაჭერა უზრუნველყო MedMarket-მა, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მაღალი კლასის ულტრაბგერით სისტემებს.

ულტრასაუნდ აკადემია აგრძელებს ექიმებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების გავრცელებას და სამედიცინო პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას.

მადლობას ვუხდით ლექტორსა და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და ვულოცავთ მათ პროგრამის წარმატებით დასრულებას.

ფოტოები: https://drive.google.com/drive/folders/1VlfbKIjRIRQGxW5vAG26LVVhPKKxiVIE?usp=drive_link