ვორქშოფი

პროფესიული წინსვლა რეპროდუქციულ მედიცინაში: ტრენინგი წარმატებით ჩატარდა

ბათუმში წარმატებით დასრულდა ულტრასაუნდ აკადემიის პრაქტიკული ტრენინგი „ფოლიკულოგენეზი და ენდომეტრიუმი: ულტრაბგერითი შეფასება რეპროდუქციულ წარმატებამდე“.

ჩატარდა 18 აპრ, 2026 ბათუმი, საქართველო
პროფესიული წინსვლა რეპროდუქციულ მედიცინაში: ტრენინგი წარმატებით ჩატარდა

ბათუმში წარმატებით დასრულდა ულტრასაუნდ აკადემიის პრაქტიკული ტრენინგი „ფოლიკულოგენეზი და ენდომეტრიუმი: ულტრაბგერითი შეფასება რეპროდუქციულ წარმატებამდე“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ექიმი რადიოლოგი ლალი გოგია და ექიმი მეან-გინეკოლოგი მარიამ გუგუშვილი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:

✅ ულტრაბგერითი სკანირების თანამედროვე ტექნიკები;

✅ ფოლიკულოგენეზის მონიტორინგი;

✅ ენდომეტრიუმის რეცეპტიულობის შეფასება;

✅ კლინიკური შემთხვევების დეტალური ანალიზი.

კურსი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისა და მეან-გინეკოლოგებისთვის. მონაწილეებს მიენიჭათ 12 უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულა.

ულტრასაუნდ აკადემია განაგრძობს პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას, რომლებიც ხელს უწყობს ექიმების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე კლინიკური ცოდნის გაღრმავებას და პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

მადლობას ვუხდით ტრენერებს, მონაწილეებსა და პარტნიორებს აქტიური ჩართულობისა და ნდობისთვის.

{# Shared checkout behaviour (vanilla JS, no dependencies). Include once per page, inside extra_js. 1. Double-submit guard — any
can be submitted once: the button is disabled and shows a "redirecting" label while the server creates the bank order. The server is idempotent too (one open payment per purchase); this just spares the payer a confusing second click. 2. Processing poller — an element with data-payment-poll="" asks OUR backend for the real payment state every few seconds and reloads the page when it settles. The state never comes from the URL. #}