კონფერენცია

ულტრასაუნდ აკადემია და მისი აქტიური წევრები ერევანში ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის საერთაშორისო მასტერკლასს დაესწრენ

ულტრასაუნდ აკადემიის გუნდი იმყოფება სომხეთში, ქალაქ ერევანში, სადაც ISUOG-ის ელჩის მოწვევით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის მასტერკლასი“.

ჩატარდა 25 ივნ, 2026 ერევანი, სომხეთი
ულტრასაუნდ აკადემია და მისი აქტიური წევრები ერევანში ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის საერთაშორისო მასტერკლასს დაესწრენ

ულტრასაუნდ აკადემიის გუნდი იმყოფება სომხეთში, ქალაქ ერევანში, სადაც ISUOG-ის ელჩის მოწვევით მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის მასტერკლასი“.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესწრებიან მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტის, Marcin Wiecheć-ის მასტერკლასს და ეცნობიან ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, კლინიკურ მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ულტრასაუნდ აკადემიის ორგანიზებით კონფერენციაში მონაწილეობს 20 ქართველი რადიოლოგი. ვიზიტის მიზანია ცოდნის გაზიარება, პროფესიული კავშირების გაღრმავება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა.

ულტრასაუნდ აკადემია აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ქართველი სპეციალისტებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

31 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება ISUOG-ის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული საერთაშორისო კონფერენცია „Prenatal Ultrasound in Clinical Practice – 1st ISUOG Approved Course in Georgia“.

აღნიშნული ღონისძიება ქართველი ექიმებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, გაეცნონ პრენატალური ულტრასონოგრაფიის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების პრაქტიკულ გამოცდილებას.

ულტრასაუნდ აკადემია განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოში სამედიცინო განათლება კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ხელი შეუწყოს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების განვითარებას.

ვიდეო იხილეთ ჩვენ Facebook გვერდზე.


{# Shared checkout behaviour (vanilla JS, no dependencies). Include once per page, inside extra_js. 1. Double-submit guard — any
can be submitted once: the button is disabled and shows a "redirecting" label while the server creates the bank order. The server is idempotent too (one open payment per purchase); this just spares the payer a confusing second click. 2. Processing poller — an element with data-payment-poll="" asks OUR backend for the real payment state every few seconds and reloads the page when it settles. The state never comes from the URL. #}