სიახლე

ისტორიული საერთაშორისო აღიარება

ISUOG-მა პირველად საქართველოში დაამტკიცა ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის სასწავლო კურსი

20 აგვ, 2026 თბილისი, საქართველო
ისტორიული საერთაშორისო აღიარება

საქართველოს სამედიცინო განათლებისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება დაფიქსირდა - International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology (ISUOG)-მა ოფიციალურად დაამტკიცა Ultrasound Academy Association-ის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი - „პრენატალური ულტრაბგერა კლინიკურ პრაქტიკაში“ (Prenatal Ultrasound in Clinical Practice)

კურსის ავტორი და ხელმძღვანელია - ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი და Ultrasound Academy Association-ის დამფუძნებელი/თავმჯდომარე ფიქრია რეხვიაშვილი.

ISUOG-ის ოფიციალურ ვებგვერდზე პროგრამა წარმოდგენილია როგორც ISUOG Approved Course, ხოლო ორგანიზატორად მითითებულია Ultrasound Academy Association, Georgia. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავად ISUOG აღნიშნავს - ეს არის პირველი ISUOG Approved Course, რომელიც საქართველოში დამტკიცდა.

ეს საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცისთვის. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობას, უპასუხონ საერთაშორისო სტანდარტებს და ქართული სამედიცინო საზოგადოება უფრო აქტიურად ჩართონ გლობალურ პროფესიულ და აკადემიურ თანამშრომლობაში.

კონფერენცია - „პრენატალური ულტრაბგერა კლინიკურ პრაქტიკაში“

„Prenatal Ultrasound in Clinical Practice“ წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას მეანობა-გინეკოლოგიურ ულტრასონოგრაფიაში, რომელიც შემუშავებულია თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ISUOG-ის გაიდლაინების შესაბამისად.

პროგრამა მოიცავს პრენატალური ულტრასონოგრაფიის პრაქტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის:

  1. პირველი და მეორე ტრიმესტრის ულტრაბგერით კვლევას;
  2. ნაყოფის ანატომიის სისტემურ შეფასებას;
  3. ქრომოსომული პათოლოგიების ულტრასონოგრაფიულ მარკერებს;
  4. ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის შეფასებას;
  5. ნაყოფის გულის ულტრაბგერით შეფასებას;
  6. დოპლერულ ულტრასონოგრაფიას;
  7. ნაყოფის ზრდის შეფერხების შეფასებას;
  8. მრავალნაყოფიანი ორსულობის ულტრაბგერით სკრინინგს.

სასწავლო პროგრამა აერთიანებს ექსპერტთა ლექციებს, ინტერაქტიულ განხილვებსა და პრაქტიკულ დემონსტრაციებს და მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე, სტრუქტურირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრენატალური ულტრასონოგრაფიის პრაქტიკის განვითარებას.

საერთაშორისო გამოცდილება - ქართველი ექიმებისთვის

ISUOG არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია მეანობა-გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფიის სფეროში, რომელიც ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების, კვლევისა და საერთაშორისო კლინიკური სტანდარტების განვითარებას.

Ultrasound Academy Association-ის კურსის ISUOG-ის მიერ დამტკიცება ქმნის დამატებით შესაძლებლობას ქართველ ექიმებსა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებს ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოში, გაეცნონ თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს და ცოდნა უშუალოდ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან გაიღრმაონ.

კურსში ჩართული არიან ISUOG-ის ელჩები და საერთაშორისო ფაკულტეტის წარმომადგენლები, რაც პროგრამის მონაწილეებს აძლევს ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობას.

ISUOG-ის მიერ დამტკიცებული კონფერენცია - „Prenatal Ultrasound in Clinical Practice“გაიმართება:

  1. თარიღი: 31 ოქტომბერი, 2026
  2. ადგილი: სასტუმრო ბგილტმორი, თბილისი
  3. ორგანიზატორი: Ultrasound Academy Association

ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს და ხელს შეუწყობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ ულტრასონოგრაფიულ პრაქტიკაში.

ქართული სამედიცინო განათლების ახალი ეტაპი

Ultrasound Academy Association-ისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში პირველი ISUOG Approved Course-ის დამტკიცება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო ინიციატივებს შეუძლიათ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების ყურადღებისა და აღიარების მოპოვება. ეს წარმატება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან, საქართველოში უფრო ფართოდ დავნერგოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება და ქართველი სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საერთაშორისო ცოდნა და პრაქტიკა.

Ultrasound Academy Association აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ულტრაბგერითი განათლებისა და პროფესიული თანამშრომლობის სივრცეში.

საერთაშორისო და მედია გამოხმაურება

  1. კურსი ოფიციალურად გამოქვეყნებულია - International Society of Ultrasound in Obstetrics and Gynecology (ISUOG)-ის ვებგვერდზე, როგორც საქართველოში პირველი ISUOG Approved Course.
  2. აღნიშნული მნიშვნელოვანი მიღწევა ასევე გააშუქეს ქართულმა მედიასაშუალებებმა - MedScriptum-მა რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს როგორც ფიქრია რეხვიაშვილის პროფესიულ საქმიანობაზე, ისე Ultrasound Academy-ის მიერ საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარებაზე.
{# Shared checkout behaviour (vanilla JS, no dependencies). Include once per page, inside extra_js. 1. Double-submit guard — any
can be submitted once: the button is disabled and shows a "redirecting" label while the server creates the bank order. The server is idempotent too (one open payment per purchase); this just spares the payer a confusing second click. 2. Processing poller — an element with data-payment-poll="" asks OUR backend for the real payment state every few seconds and reloads the page when it settles. The state never comes from the URL. #}