ულტრასაუნდ აკადემია წარმოადგენს წამყვან აკადემიურ სასწავლო სივრცესა და ტრენინგ ცენტრს, რომლის მიზანია საქართველოში მედიცინის დარგის სპეციალისტების პოსტდიპლომური განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა.
ულტრასაუნდ აკადემია ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და სხვა სამედიცინო დარგების სპეციალისტებთან კოლაბორაციით ახორციელებს სხვადასხვა თემატიკაზე შემუშავებულ სასწავლო კურსებსა და უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) მოკლევადიან ტრენინგებს, მულტიდისციპლინური მიდგომების საფუძველზე.
აკადემია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მეცნიერების გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაფართოებას, ასევე პროფესიული სტანდარტების განვითარებას საქართველოში. ამასთანავე, აკადემია აქტიურად უჭერს მხარს რეზიდენტების პროფესიულ განვითარებას და მათ სთავაზობს სპეციალობის მიხედვით შერჩეულ ტრენინგებს, პრაქტიკულ კურსებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.
დღევანდელი მონაცემებით, აკადემიის აქტიური პროფესიული ქსელი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით 800-მდე მედიცინის დარგის სპეციალისტს, მათ შორის: რადიოლოგებს, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტებს, კარდიოლოგებს, სხვადასხვა მიმართულების ექიმებს, კლინიკების ხელმძღვანელებსა და მენეჯერებს.
აკადემია აქტიურად ახორციელებს უწყვეტ საგანმანათლებლო საქმიანობას და საშუალოდ ორგანიზებას უწევს წლიურად 50-მდე აკრედიტებულ ტრენინგსა და პროფესიულ ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას იღებს დაახლოებით 800-მდე მედიცინის დარგის სპეციალისტი.
ულტრასაუნდ აკადემიას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები კავკასიის უნივერსიტეტთან და ბათუმის ავიცენას სამედიცინო უნივერსიტეტთან, რაც ხელს უწყობს აკადემიურ თანამშრომლობას, პროფესიული სამედიცინო განათლების განვითარებასა და ექიმებისა და რეზიდენტებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოში.
საქართველოში სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და ინოვაციური სასწავლო მეთოდების ხელმისაწვდომობის გზით.
გავხდეთ რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო ჰაბი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით.
აკრედიტებული სასწავლო პროგრამები და პრაქტიკული ვორქშოფები.
მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები.
ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ღონისძიებები.
UAG Clinical Cases — პრაქტიკული და საგანმანათლებლო შემთხვევების ბაზა.
ონლაინ სასწავლო შეხვედრები და საერთაშორისო ლექციები.
სპეციალურად შერჩეული სასწავლო კურსები ახალგაზრდა ექიმებისთვის.
ფიქრია რეხვიაშვილი არის ექიმი-რადიოლოგი და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, 25 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით სამედიცინო პრაქტიკისა და დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის სფეროში. იგი არის ულტრასაუნდ აკადემიის დამფუძნებელი და ულტრასაუნდ აკადემიის ასოციაციის თავმჯდომარე.
ამჟამად ფიქრია რეხვიაშვილი ხელმძღვანელობს კლინიკა „ჰოლომედის“ რადიოლოგიის დეპარტამენტს და არის ბათუმის ავიცენას სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის რეზიდენტურის პროგრამების ხელმძღვანელი. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე ახალგაზრდა ექიმების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობას.
მისი ხელმძღვანელობით ულტრასაუნდ აკადემია ჩამოყალიბდა, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ ტრენინგებს, საერთაშორისო მასტერკლასებს, პროფესიულ ფორუმებსა და ცოდნის გაზიარების ინიციატივებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
თათია კაპანაძე არის ულტრასაუნდ აკადემიის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და საგანმანათლებლო პროგრამების მართვის სფეროში გამოცდილებით.
იგი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) პროგრამებს, პროფესიულ ტრენინგებსა და სასერტიფიკატო კურსებს, აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, აკრედიტაციის ორგანოებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან პროგრამების ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
თათია კაპანაძეს მიღებული აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში და ამჟამად აგრძელებს სწავლას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ულტრასაუნდ აკადემიის განვითარებაში, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმისა, რომელიც აერთიანებს ექიმებს, რეზიდენტებსა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს.
Visit our official website — view events, membership terms, and contact us directly.
ultrasoundaageorgia.com